რამდენად ეფექტურია მმართველი გუნდის დაანონსებული ბრძოლა კორუფციასთან - Palitra News

რამდენად ეფექტურია მმართველი გუნდის დაანონსებული ბრძოლა კორუფციასთან

2026-11-19 09:43:46+04:00

რამდენად ეფექტურია მმართველი გუნდის დაანონსებული ბრძოლა კორუფციასთან - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კორუფციის გამომწვევი მიზეზები „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გუნდის რიგებში უნდა ეძებოს. ხელისუფლების ოპონენტები ამ კონტექსტში ეხმაურებიან თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და აცხადებენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია, რაც ბოლო პერიოდში მომხდარა. მათივე განცხადებით, ამაზე პასუხისმგებელ პირებს შორის დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც არის. საკითხს დედაქალაქის მერიც გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, საქმე სავარაუდო დოკუმენტების გაყალბებასა და სახელმწიფო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ეხება და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ყველას დაეკისრება.