საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვას აგრძელებს - Palitra News

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვას აგრძელებს

2026-11-19 09:43:19+04:00

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვას აგრძელებს. სხდომა დღეს, 12 საათზე განახლდება. პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება და კითხვებს კვლავ მოსარჩელე მხარე დასვამს. გუშინ სხდომა მხარეებს შორის მწვავე კითხვებისა და ურთიერთბრალდებების რეჟიმში მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციას 2023-2025 წლებში გამართულ აქციებში მონაწილეობასთან და ამ პროცესებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ოპოზიცია პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ოპონენტების პოლიტიკური ველიდან გაქრობა