ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა - რა ინტერესები აქვთ სამ ბირთვულ სახელმწიფოს ლიდერებს? - Palitra News

ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა - რა ინტერესები აქვთ სამ ბირთვულ სახელმწიფოს ლიდერებს?

2026-11-18 20:47:52+04:00

ჩინეთი მსოფლიო პოლიტიკის მთავარი ყურადღების ცენტრშია. ხვალ, შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის, APEC-ის სამიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. სამი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ერთმანეთისგან განსხვავებული დღის წესრიგით იკრიბება. ოფიციალურ ვაშინგტონს შეიარაღების კონტროლი და ირანის საკითხი აინტერესებს, მოსკოვს საერთაშორისო პოზიციების გამყარება, პეკინს კი გლობალურ პოლიტიკაში საკუთარი გავლენის დემონსტრირება. შეხვედრის შედეგს არა მხოლოდ სამი ქვეყნის ურთიერთობებისთვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება.