თბილისის მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებასა და ოთხი პირის დაკავებას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, საქმე სავარაუდო დოკუმენტების გაყალბებასა და სახელმწიფო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ეხება და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ყველას დაეკისრება. მერის განცხადებით, ტენდერი გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა მეტროს ვაგონების საბჭოთა წარმოშობისა და სპეციფიკური ტექნიკური საჭიროებების გამო, სარემონტო სამუშაოებისთვის აუცილებელი დეტალების მოძიება მხოლოდ რუსულ ბაზარზე იყო შესაძლებელი.