ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობის ადგილას ექსპერტ -კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ავტოფარეხში მოხდა, მოკლულია 80 წლამდე მამაკაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.