ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის კაცია - Palitra News

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის კაცია

2026-11-18 19:15:41+04:00

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის კაცია. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.