41 მილიონი ლარის მითვისების საქმე - პროკურატურა 4 პირს მეტროს ვაგონების შეკეთებისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებას ედავება. ოპოზიცია არ გამორიცხავს, გამოძიება კახა კალაძემდეც მივიდეს. ხელისუფლების ოპონენტთა შეფასებით, მმართველი გუნდის ანტიკორუფციული პოლიტიკა შერჩევითია და პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ პირებს ეკისრებათ, რომელთაც სახელისუფლებო გუნდში საკუთარი გავლენა დაკარგეს.