საქართველომ და აზერბაიჯანმა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით პირველი რექტორთა კონფერენცია გამართეს - Palitra News

საქართველომ და აზერბაიჯანმა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით პირველი რექტორთა კონფერენცია გამართეს

2026-11-17 15:51:43+04:00

საქართველომ და აზერბაიჯანმა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით პირველი რექტორთა კონფერენცია გამართეს. ღონისძიებამ ორი ქვეყნის უნივერსიტეტების ხელმძღვანელები და განათლების სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო კვლევების, აკადემიური მობილობისა და უნივერსიტეტებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს 16 და აზერბაიჯანის 8 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა. ღონისძიება ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.