ყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა და მოძრაობა შეჩერებულია - Palitra News

ყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა და მოძრაობა შეჩერებულია

2026-11-17 10:46:10+04:00

ყირიმის ხიდს წუხელ კვლავ დაარტყეს, რამაც მისი ერთ-ერთი თაღის ჩამონგრევა გამოიწვია.

“ტელეგრამ” არხების ცნობით, დაახლოებით შუაღამისას, ქერჩის ხიდის მიდამოებში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. ადგილობრივმა ანექსირებული ყირიმის მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა ბოლო 24 საათში მეორე თავდასხმა დაადასტურა და ხიდზე მოძრაობის შეჩერების შესახებ განაცხადა.

ASTRA-ს ცნობით, თავდასხმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი დაზიანდა. თაღთან ერთად გზის საფარის ნაწილის ნაწილიც ჩამოინგრა.

შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე დარტყმა გუშინაც განხორციელდა, რის შედეგადაც მოძრაობა თითქმის 17 საათის განმავლობაში იყო შეზღუდული.