ირაკლი ღარიბაშვილსა და პროკურატურის გამომძიებლებს შორის გასაუბრება არ შედგა. გამომძიებლები ყოფილ პრემიერ-მინისტრთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ მივიდნენ, თუმცა ადვოკატის განცხადებით, ღარიბაშვილმა გასაუბრებაზე უარი განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, კანონმდებლობა მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს. მისივე თქმით, ღარიბაშვილი მზადაა, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცეს ჩვენება. პროკურატურა ადვოკატის პოზიციას არ იზიარებს და განმარტავს, რომ შეხვედრის მიზანი ყოფილი პრემიერის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებების დაზუსტება იყო. უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა. საკითხის შესწავლა სახალხო დამცველმა 10 ნოემბერს დაიწყო.