ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შეხვდება.
“19 ნოემბერს, პრეზიდენტი სი ძინპინი შენჭენში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ჩინეთ-რუსეთ-აშშ-ის სამიტს გამართავს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
შაბათს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა, რომ შეხვედრა 19 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი შენჭენში 18-19 ნოემბერს გაიმართება.