ესტონეთის პრემიერი - გრუ-ს დაკვეთით ესტონურ თავდაცვით კომპანიაზე დივერსიული აქტის განხორციელება სცადეს, ეს რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია - ვერ დაგვაშინებენ, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობისთვის ვემზადებით - Palitra News

ესტონეთის პრემიერი - გრუ-ს დაკვეთით ესტონურ თავდაცვით კომპანიაზე დივერსიული აქტის განხორციელება სცადეს, ეს რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია - ვერ დაგვაშინებენ, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობისთვის ვემზადებით

2026-11-15 18:16:59+04:00

რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) დაკვეთით, ესტონური თავდაცვითი კომპანიის, Threod Systems-ის წინააღმდეგ 14 ნოემბრის ღამეს დივერსიული აქტის განხორციელება სცადეს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული რეაგირების წყალობით, მასშტაბური ზიანის თავიდან აცილება მოხერხდა.

“თავდამსხმელები დაკავებულები არიან. ეს რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ წარმოებული უფრო ფართო ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის მიზანიც უკრაინისთვის მხარდაჭერის შემცირება და რუსეთზე ზეწოლის შესუსტებაა. ვერ დაგვაშინებენ. ესტონეთი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობისთვის ემზადება, რათა შეამციროს რისკები ჩვენი ხალხისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, - წერს ესტონეთის პრემიერი.