ლანჩხუთში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

ლანჩხუთში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2026-11-15 15:32:07+04:00

ლანჩხუთში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.