ALDE-ს რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაწვეულ იქნას უცხოური აგენტების კანონი და ჩატარდეს ახალი არჩევნები” - Palitra News

ALDE-ს რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაწვეულ იქნას უცხოური აგენტების კანონი და ჩატარდეს ახალი არჩევნები”

2026-11-14 19:44:41+04:00

ALDE პარტიამ რეზოლუცია - „საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დაცვა და პოლიტიკური რეპრესიების დასრულება“ მიიღო.

დოკუმენტით ALDE საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები“.

„ვგმობთ: „ქართული ოცნების” ავტორიტარულ

რეპრესიებს, მათ შორის პარტიების ასაკრძალად სასამართლო პროცესებს, პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, სასჯელს ონლაინ კრიტიკისთვის, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვებს და ძალის ბოროტად გამოყენებისთვის დაუსჯელობას, რაც საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს.

მოვუწოდებთ:

დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, მათ შორის მემკვიდრე პარტიების მეშვეობით გვერდის ავლა, და პარტიულ აფილირებაზე ან უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დასაქმების საფუძველზე პოლიტიკური გარიცხვა; გარანტირებული იყოს პოლიტიკური მონაწილეობა.

დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ისინი, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იყვნენ დაკავებული.

პოლიტიკურად მოტივირებული საბოტაჟის ბრალდებები მოიხსნას ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, დაცულ იყვნენ მშვიდობიანი დემონსტრანტები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და საერთაშორისო ორგანიზაციები; უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლო პროცესების მონიტორინგი.

დასრულდეს დაკავება და არაპროპორციული ჯარიმები მშვიდობიანი პროტესტებისთვისა და გამოხატვისთვის, მათ შორის ონლაინ კრიტიკისთვის; გაწვეულ იქნას სასჯელის დამდგენი დებულებები.

გაწვეულ იქნას რეპრესიული უცხოური აგენტებისა და დაფინანსების შეზღუდვები; აღდგენილ იქნას დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა; მოხდეს ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციების იმპლემენტაცია; მოხდეს წამების, არასათანადოდ მოპყრობისა და თავდასხმების დამოუკიდებლად გამოძიება.

ჩატარდეს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები მიუკერძოებელი ადმინისტრირებით, საერთაშორისო დაკვირვებით, შეუზღუდავი ოპოზიციური მონაწილეობით და დაშინების წინააღმდეგ დაცვით”,- ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციის ტექსტს პარტია „დროას“ პრესსამსახური ავრცელებს.