საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. ბოლო სხდომაზე მოსამართლეები ძირითადად ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, უსვამდნენ შეკითხვებს. განხილვისას ყურადღება დაეთმო წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტისა და მედიის შეზღუდვის საკითხებს, ასევე 4 ოქტომბრის აქციასა და მასში ოპოზიციის როლს. მმართველი გუნდი ოპონენტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ოპოზიცია კი სარჩელს სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს და პროცესს წინასწარ განსაზღვრულად აფასებს.