ლელა ჯეჯელავა - მეუფე იობის ქადაგება აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც დაასრულა მითი „ქართული ოცნების“ ღრმადმორწმუნეობისა და მართლმადიდებლობის დაცვის შესახებ - Palitra News

ლელა ჯეჯელავა - მეუფე იობის ქადაგება აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც დაასრულა მითი „ქართული ოცნების“ ღრმადმორწმუნეობისა და მართლმადიდებლობის დაცვის შესახებ

2026-11-13 20:28:47+04:00

მეუფე იობის ქადაგება აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც დაასრულა მითი „ქართული ოცნების“ ღრმადმორწმუნეობისა და მართლმადიდებლობის დაცვის შესახებ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის” გადაცემა „რეზიუმეში” განაცხადა.

ლელა ჯეჯელავას განცხადებით, როგორც კი პირველ წინააღმდეგობას წააწყდა „ქართული ოცნება“ ეკლესიისგან, ზუსტად გამოჩნდა, რეალურად რა დამოკიდებულება ჰქონდათ.

„არის რაღაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის მწიფე ხელი ვერ ჩაერევა და სწორედ ეს შემთხვევა გვაქვს ახლა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამდენი ხსნის განმავლობაში, მეც ვსაუბრობდი რომ იყო მანკიერი დამოკიდებულებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორი, ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ ამას ის ძალა არ ჰქონდა, რომელიც შეიძინა ახლა, როდესაც ამაზე დაიწყო საუბარი ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სასულიერო პირმა.

„ქართულ ოცნებას“ ეკლესია სჭირდება როგორც მანიპულაციის საგანი და არა როგორც ღირებულება და როგორც კი პირველ წინააღმდეგობას წააწყდნენ ეკლესიიდან, ზუსტად გამოჩნდა, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ეკლესიასთან. ახლა ამბობენ, რომ თურმე მეუფე იობს რუსეთზე მეტი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. კარგად იანგარიშონ სხვებს რამდენი აქვთ. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მისი საკუთრებაა, მათ შორის ეკლესია თავისი სინოდიანად და აქ ძალიან შეეშალა“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. სასულიერო პირი ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. აღნიშნული პოზიციის გამო, მეუფე იობი ცალკეული პირების, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი გახდა.