მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3 შემთხვევა გამოვლინდა - Palitra News

მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3 შემთხვევა გამოვლინდა

2026-11-13 09:39:12+04:00

მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3 შემთხვევა გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მდინარეების კალაპოტებიდან დაახლოებით 130 კუბური მეტრი ინერტული მასალა მოიპოვეს. უწყების ცნობით, თიანეთში დაფიქსირებული შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის უფლებამოსილ უწყებას გადაეგზავნა.