საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირლანდიაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მონაწილეობს. ღონისძიებას ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი მასპინძლობს. სამიტის ფარგლებში კობახიძე დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე გამართულ დისკუსიას დაესწრება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან საქართველოს ხედვებს დემოკრატიულ პროცესებსა და რეგიონულ დაკავშირებადობაზე განიხილავს.