თბილისის საქალაქო სასამართლოში, ენმ-ის ლიდერის, გიორგი ბარამიძის სასამართლო პროცესი იმართება. სასამართლო სხდომას პარტიის ლიდერებიც ესწრებიან. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული.