თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი - არსებული ცნობებით, ცოლ-ქმარი კორპუსის ლიფტთან ჩაცხრილეს - Palitra News

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი - არსებული ცნობებით, ცოლ-ქმარი კორპუსის ლიფტთან ჩაცხრილეს

2026-11-11 21:32:12+04:00

თბილისში სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტლის მიმდებარედ კორპუსში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კორპუსში მოკლული ორი პირი ცოლ-ქმარი არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მცხოვრებმა განუცხადა, მათ სადარბაზოში, ლიფტთან დახვდნენ და ადგილზე ჩაცხრილეს.

ამ წუთებში დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.