ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება უკვე ზედიზედ მეორედ,, არ მიიწვიეს. საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ დაკავშირებადობის საკითხებზე დაგეგმილ, შედარებით დაბალი რანგის მინისტერიალში შესთავაზეს. თუმცა „ქართული ოცნება“ ამ შეთავაზებას მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შესაბამისი დონის მიწვევის გარეშე შეხვედრებში მონაწილეობას არ აპირებს.