აბუ-დაბიში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგად უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინულ დელეგაციაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთი სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგად, მხარეები “უახლოეს დროს ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე” შეხითხითებდნენ.
“სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ არის ჩვენი დელეგაციის მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი - შევძელით შეთანხმების მიღწევას უახლოეს დროს ტყვეთა მასშტაბურ გაცვლაზე,” - განაცხადა წყარომ.