ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა და „თეგეტა ჰოლდინგმა“ სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს - Palitra News

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა და „თეგეტა ჰოლდინგმა“ სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს

2026-11-10 10:16:50+04:00

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა და „თეგეტა ჰოლდინგმა“ სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს. თანამშრომლობა ავტოინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, სტარტაპების მხარდაჭერასა და ერთობლივ კვლევით პროექტებს ითვალისწინებს. ​პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებისთვის Tegeta-ს ბუთქემფი, იდეათონი და ჰაკათონი დაანონსდა, სადაც მონაწილეები ინდუსტრიულ გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ პროტოტიპებზე იმუშავებენ. ამასთან, BTU და „თეგეტა“ ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტების ინიცირებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას გეგმავენ, რაც ახალი საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს.