ეგვიპტეში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა - Palitra News

ეგვიპტეში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა

2026-11-09 09:42:00+04:00

ეგვიპტეში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა. შემთხვევა გიზის პროვინციაში, ალ-აიატის რაიონში მოხდა. გიზადან ფაიუმისკენ მოძრავი მატარებელი კაიროდან ასუანის მიმართულებით მიმავალ შემადგენლობას უკნიდან შეეჯახა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ვაგონი ლიანდაგებიდან გადავარდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათი ნაწილი უკვე გაწერეს. ადგილზე სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ ავარიის მიზეზების სწრაფი გამოძიება მოითხოვა. მისი განცხადებით, დაუდევრობაში მხილებული პირები პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ. გამოძიება გრძელდება.