კომუნიკაციების კომისიამ გორში ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების შესახებ ტრენინგი გამართა. შეხვედრა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა და მას სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების დირექტორები და მეთოდისტები დაესწრნენ. მონაწილეებმა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მიიღეს ინფორმაცია. პროგრამის მთავარი მიზანი სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულთა ციფრული უნარების განვითარება და ახალი ტექნოლოგიების პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების ხელშეწყობაა.