რუსეთის დელეგაცია აბუ-დაბიში - ვინ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში? - Palitra News

რუსეთის დელეგაცია აბუ-დაბიში - ვინ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში?

2026-11-07 15:31:29+04:00

10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსულ მხარეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იური ჟიგარლოვსკი წარმოადგენენ. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მომავალ მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი წარუძღვება. პესკოვის ცნობით, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები უკრაინის საკითხსაც შეეხება.