CNN - თეთრ სახლთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებს, რომ ხმებმა დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს - Palitra News

CNN - თეთრ სახლთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებს, რომ ხმებმა დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს

2026-11-07 14:59:18+04:00

თეთრ სახლთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებს, რომ ხმებმა დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს ვენესუელელი მამაკაცი, რონი იორდრიქს გუანიპა ჩრინოსი დააკავა, რომელსაც მოპარულ ავტომობილში რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ჩრინოსი აშშ-ში 2024 წელს არალეგალურად შევიდა.

„ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ხმები ესმოდა, რომლებმაც ვაშინგტონში ჩასვლა და დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს“, - ნათქვამია შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.