უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი - შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართება - Palitra News

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი - შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართება

2026-11-07 13:08:25+04:00

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადასტურებს, რომ 10 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტის თანაშემწეები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უფროსი იგორ კოსტიუკოვი ესწრებოდნენ. ყურადღება მხარეთა უსაფრთხოების გარანტიებზე გამახვილდება.