„პარტნიორი-2026“ - ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სამხედრო სწავლება ჩატარდა - Palitra News

„პარტნიორი-2026“ - ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სამხედრო სწავლება ჩატარდა

2026-11-07 13:05:14+04:00

ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა. სწავლება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს. საველე კომპონენტის აღსრულების ფაზა ტყიბულისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებშიგანხორციელდა. ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კრიზისის რაიონის იზოლირება, დივერსიული აქტის აღკვეთა, ხანძრის ქრობა, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაცია განახორციელეს. სწავლებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციაც.