Associated Press - აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა - Palitra News

Associated Press - აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა

2026-11-07 12:45:08+04:00

აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა შეზღუდული ხასიათის დარტყმები განახორციელა, რის შემდეგაც, კუნძულ ქეშმის სუზას რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა.

კუნძულ ქეშმზე დარტყმები აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.

ტრამპის თქმით, აშშ-მა კუნძულ ქეშმზე „მცირე მასშტაბის“ იერიში მიიტანა.

„მათ მცირე ზომის საზენიტო დანადგარი ააგეს და ჩვენ ის 15 წუთში გავანადგურეთ, შესაძლოა 5 წუთშიც კი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.