უკრაინა ევროპელი პარტნიორებისგან სამხედრო მხარდაჭერის მიღებას განაგრძობს. ესპანეთი კიევს 437 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ამასთან, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მომზადებაზე იტალიაც მუშაობს. იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რომი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-13 პაკეტს ამზადებს. პაკეტის შემადგენლობა გასაიდუმლოებულია, თუმცა შესაძლოა მასში საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი რაკეტებიც შედიოდეს. პარალელურად, გერმანია უკრაინას დამატებით 100 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს, რომელიც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.