აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს, კირილ დმიტრიევს თეთრ სახლში შეხვდა. შეხვედრას წინ უძღოდა პირველი ლედის, მელანია ტრამპის ორგანიზებული ღონისძიება, რომელშიც რუსული და უკრაინული მხარეების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დმიტრიევთან საუბრის შინაარსი ტრამპს არ გაუმჟღავნებია. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური შეთანხმების მიღწევა შესაძლოა ახლოს იყოს. მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელება 10-11 ნოემბერს, აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრით იგეგმება, რომელშიც აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.