დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ტყის ხანძრების მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ტყის ხანძრების პრევენციისა და მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, ვაშლოვანის, კოლხეთისა და ალგეთის დაცული ტერიტორიების, ასევე ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაციებისთვის ტყის ხანძრების მართვის გეგმების შემუშავება.