საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას მმართველი გუნდის წევრებმა ყურადღება სასამართლოს როლზე გაამახვილეს და განაცხადეს, რომ ამ ინსტიტუციას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში.