ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. “ვიცე-პრემიერად” რუსი ყოფილი მაღალჩინოსანი დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედია ავრცელებს.
კერძოდ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტმა”, მარატ კამბოლოვმა ე.წ. “ვიცე-პრემიერად” დმიტრი გლადსკი დანიშნა.
გლადსკი რუსი მაღალჩინოსანია, რომელიც 2021 წლიდან ბელგოროდის ოლქში მუშაობდა, ჯერ გუბერნატორის მრჩევლად, შემდეგ მის მოადგილედ და პირველ მოადგილედ.