„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან განახლდება - Palitra News

„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან განახლდება

2026-11-05 16:07:07+04:00

„ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან განახლდება. პარტიების აკრძალვის საკითხის გარშემო ამ წუთებში ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერები, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საქმე არა კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, არამედ პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვასა და ხელისუფლებისთვის არასასურველი პოლიტიკური ძალების ჩამოშორებას ეხება. ოპოზიციისთვის საქმეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი აქვს. ევროპარლამენტმა უკვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარითქვას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნაზე.