საქართველოს მთავრობამ, შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე, 2026 წლის 9 თვეში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა. ეს კი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს, შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 475 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2026 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასული წლის 9 თვეში მათზე ჯამში 2 მილიარდ 210 მილიონი ლარის ხელფასები გაიცა, მიმდინარე წელს კი უკვე 2 მილიარდ 495 მილიონი. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 684 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.