9 თვეში თბილისში 3 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა. მონაცემები Galt&Taggart-ის კვლევას ეყრდნობა. 2026 წლის სექტემბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 330 შეადგინა, რაც წლიურად 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კვლევის ავტორების ცნობით, მათ შორის მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 2 163 შეადგინა.
პირველად ბაზარზე კი გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 14.5%-ით გაიზარდა და 2 167 შეადგინა. მთლიანობაში, 2026 წლის 9 თვეში პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 20.6%-ით გაიზარდა.
„გალთ ენდ თაგარტის“ ცნობით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში, თბილისში სულ 35 033 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 3.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 26.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.