იგეგმება თუ არა ომში მყოფი მხარეების დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები და რა შეფასებები კეთდება მათი მხრიდან - Palitra News

იგეგმება თუ არა ომში მყოფი მხარეების დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები და რა შეფასებები კეთდება მათი მხრიდან

2026-11-05 13:08:25+04:00

რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს აგრძელებს, უკრაინა კი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო და ეკონომიკური ობიექტების წინააღმდეგ დრონებით დარტყმებს ახორციელებს. ბოლო იერიშის შედეგად ადიღეის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიღეისკში, რუსული ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Ozon-ის მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ეს ობიექტზე უკრაინის მეორე თავდასხმაა. რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დიპლომატიური მცდელობები არ წყდება.