2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში აკრძალულია, რადგან ეს არის სამართლებრივი პრინციპების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ვენის კონვენციისა და სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა.
“კონკრეტულად 2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენ. ეს ყველა ქვეყანაში აკრძალულია, სამართლებრივი პრინციპების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა, ვენის კონვენციისა და სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. ასევე თქვენ ისმენდით, საჯარო განცხადებებსაც მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, რაც ასევე სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. მე ყველას მოვუწოდებ, საქართველოში სამართლის უზენაესობას პატივი სცენ.
ბოლო პერიოდში, ინფორმაცია პარტიების აკრძალვის საქმესთან დაკავშირებითაც მოითხოვეს. მანამდეც სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც ანალოგიური პროცესები იყო, რაც არასწორია. სამართლის უზენაესობა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული და სამართლის უზენაესობას ჩვენთანაც პატივი უნდა სცენ“, - განაცხადა კობახიძე.