ევროკომისია დღეს 2026 წლის გაფართოების პაკეტს გამოაქვეყნებს - Palitra News

ევროკომისია დღეს 2026 წლის გაფართოების პაკეტს გამოაქვეყნებს

2026-11-04 13:01:16+04:00

ევროკომისია დღეს 2026 წლის გაფართოების პაკეტს გამოაქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები შეფასდება. დოკუმენტში კანდიდატი ქვეყნების მიერ განხორციელებული რეფორმებიც იქნება განხილული. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ თბილისში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოსთან დაკავშირებულ ძირითად დასკვნებს წარადგენს. ირაკლი კობახიძე კი შარშანდელ ანგარიშთან შედარებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება.