ჰაკიმ ჯეფრისი, რომელიც, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატის ახალი სკიპერი გახდება - დღეს ამერიკის დიდებული დაბრუნება იწყება! - Palitra News

ჰაკიმ ჯეფრისი, რომელიც, სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატის ახალი სკიპერი გახდება - დღეს ამერიკის დიდებული დაბრუნება იწყება!

2026-11-04 12:33:21+04:00

დღეს ამერიკის დიდებული დაბრუნება იწყება, - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა.

„ამერიკელმა ხალხმა საკუთარი სიტყვა მკაფიოდ თქვა, რომ ექსტრემიზმი და კორუფცია ყელში ამოუვიდა. მათ სურთ კონგრესი, რომელიც ამერიკელი ხალხისთვის შედეგებს მიაღწევს“, - განაცხადა ჯეფრისმა.

როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, რომ ჰაკიმ ჯეფრისი იანვარში, ახალი კონგრესის შემადგენლობის შეკრების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობას დაიკავებს.

ჰაკიმ ჯეფრისი აშშ-ის ისტორიაში წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი გახდება.