„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციური ალიანსი დატოვა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი უთანხმოება ალიანსის წევრებთან, მათ შორის „ახალთან“, „ფედერალისტებსა“ და „თავისუფლების მოედანთან“. დაპირისპირება საჯარო გახდა ივნისში, როდესაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის საქმიანობაში ფაქტობრივად აღარ მონაწილეობდა. პროცესს თან დაემთხვა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა რეორგანიზაცია და სტრატეგიული უთანხმოებები.