ამერიკა კონგრესს ირჩევს - შეიცვლება თუ არა ძალთა ბალანსი ვაშინგტონში? - Palitra News

ამერიკა კონგრესს ირჩევს - შეიცვლება თუ არა ძალთა ბალანსი ვაშინგტონში?

2026-11-03 21:12:39+04:00

დღეს ამერიკელები კონგრესის ახალ შემადგენლობას ირჩევენ. კენჭისყრის შედეგებმა შესაძლოა ვაშინგტონში პოლიტიკური ძალთა ბალანსი შეცვალოს. საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების მხარდასაჭერად ამომრჩეველთა მობილიზებას ცდილობდა, დემოკრატები კი ცხოვრების გაძვირებისა და ხელისუფლების დაბალანსების აუცილებლობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. არჩევნები განსაზღვრავს, შეინარჩუნებენ თუ არა რესპუბლიკელები კონგრესში უმრავლესობას.