ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა - მიმდინარეობს მგზავრების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები - Palitra News

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა - მიმდინარეობს მგზავრების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები

2026-11-03 19:15:35+04:00

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულები არიან მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.