4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროს ხვალ დატოვებენ - Palitra News

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროს ხვალ დატოვებენ

2026-11-03 15:56:30+04:00

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმროს ხვალ დატოვებენ. საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ნინა სანდერსს, 4 ოქტომბრის პროცესების ორგანიზატორად მიჩნეულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და კიდევ რამდენიმე პირს. ოპოზიცია საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მიესალმება და აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ბრძოლის გასაგრძელებლად ყველა გზას უნდა მიმართოს. ხელისუფლების განცხადებით კი, სახელმწიფო ყველას გაუწევს შეღავათს, ვინც დანაშაულს აღიარებს.