გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა - რას უკავშირდება საკადრო ცვლილება - Palitra News

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა - რას უკავშირდება საკადრო ცვლილება

2026-11-03 12:40:28+04:00

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მის ნაცვლად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მოულოდნელი საკადრო ცვლილებები კითხვებს უჩენთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ამბობენ, რომ გლდანის ციხის უფროსის გათავისუფლება შესაძლოა ძმები ფეიქრიშვილების საქმეს უკავშირდებოდეს.