კომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებების ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია.