საქართველო ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ შეფასებებს 2 დღეში - 4 ნოემბერს მოისმენს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების პოლიტიკის გამო საქართველო ისტორიულ შესაძლებლობას კარგავს. კრიტიკულ შეფასებებს არც მმართველ გუნდში გამორიცხავენ, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირს აკისრებენ. მათივე განცხადებით, ბრიუსელის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტებითა და უსამართლობით ხასიათდება.