3 ნოემბრის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, შეინარჩუნებენ თუ არა რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას, თუ დემოკრატები კონტროლის დაბრუნებას შეძლებენ. შედეგი განსაზღვრავს, რამდენად თავისუფლად გააგრძელებს დონალდ ტრამპი საკუთარი პოლიტიკური კურსის გატარებას პრეზიდენტობის დარჩენილ 2 წელიწადში. დემოკრატები ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებას ეკონომიკური პრობლემებითა და გაძვირებული ცხოვრებით ცდილობენ, რესპუბლიკელები კი ტრამპის პოლიტიკის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.